ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ამერიკელს ლატარეაში მილიონის მოგების შემდეგ ბოლო სტადიის კიბო დაუდგინეს

newyorkupstate.com-ის ინფორმაციით, ამერიკელმა დონალდ სავასტანომ ლატარეაში 1 მილიონი დოლარი მოიგო და თანხის აღებიდან 3 კვირაში გარდაიცვალა.

თანხის გაცემა რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად ხდება. თუმცა პროცესის დასაჩქარებლად გამარჯვებულმა თანხის ნაწილზე უარი თქვა და  661,8 ათასი დოლარი მიიღო.

ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ახალ ავტომობილს შეიძენს და ვალებს გადაიხდის. რამდენიმე დღეში კი კაცს ბოლო სტადიის სიმსივნე აღმოუჩინეს. სევოსტანო 26 იანვარს გარდაიცვალა.

იტვირთბა....