1TV-თან საუბრისას ანა დოლიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამკვიდრებულია ქალი წევრების ჩაგვრის კულტურა.
ანა დოლიძის თქმით, საბჭოს წევრებს განსხვავებული აზრის მოსმენა უჭირთ.
„დღეს რაც დავინახეთ, იძლეოდა საშუალებას, რომ დავფიქრებულიყავით, სასამართლო სისტემის ფარგლებში რამდენად მნიშვნელოვანია გენდერულ თანასწორობაზე საუბარი. საბჭოს რამდენიმე კაცი წევრი ერთდროულად თავს დაესხა გამომსვლელ ქალს, დავითვალე, 23-ჯერ შეაჩერეს საკუთარი მოხსენების დროს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის სიმპტომი იმ მთლიან სურათთან ერთად, რომ მაგალითად, არ გვყავს თანაბრად წარმოდგენილი ქალი თავმჯდომარეები“, – ამბობს ანა დოლიძე.
დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, ანა დოლიძესა და ირაკლი შენგელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.