ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეტროში დაკავებულის ადვოკატი: „არაა გამორიცხული ჩადებასაც ქონოდა ადგილი“

მეტროპოლიტენში გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორი პირია დაპატიმრებული. შსს ამასთნ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ”საპატრულო პოლიციამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), დააკავა 2 მოქალაქე, რომლებიც მეტროპოლიტენში არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, მათ შორის იყენებდნენ უცენზურო სიტყვებს”.

ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი სილაგაძის უფლებადამცველი მანანა აფხაძე „მატროსოვის“ ციხეში შევიდა. „ტვ პირველთან“ საუბარში ის აღნიშნავს, რომ გიორგის სურდა გაერკვია რატომ იჭერდნენ და ამიტომ იცავდა თავს.

„ჩვენ დასამალი არფერი გვაქვს. გიორგიმ გვითხრა, რომ დასამალი არ გვაქვს და ყველა დეტალი გასაჯაროვდეს. იყო ხმაური და ყაყანი. როდესაც ყურადღების მისაქცევი ფაქტია, ნებისმიერი პიროვნება უნებლიედ გაიხედება. მე ვერ ვხედავ, რომ აქ მიშტერების კანონის ამოქმედებას ქონდეს ადგილი. წამიერად გავიხედეო და ეს იყო საკმარისი, რომ პოლიციელებს მისთვის ხელბორკილი დაედოთ. მეორემ ადვოკატთან დარეკვა დაიწყო და სწორედ ამიტომ დააკავეს ის. გიორგის სურდა გაერკვია თუ რატომ დააკავეს, თავს იცავდა და გამორიცხული არაა, რომ ჩადებასაც ქონოდა ადგილი. არაფერზე არ გვაქვს ხელი მოწერილი და არ ვიცით რა ბრალდებითაა გიორგი დაკავებული“, – განაცხადა აფხაძემ.
მეორე დაკავებული თეიმურაზ მენაბდიშვილია.
იხ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო:

იტვირთბა....