აქტუალური თემა ახალი ამბები კვლევები მთავარი საზოგადოება

TOP 10: საქართველოში ტექნიკის მაღაზიების საუკეთესო ათეული გამოვლინდა 

„მეტრონომის“ საიტზე გამოკითხვაში 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „მეტრონომი“ აგრძელებს კვლევებს. ამჯერად მან მოქალაქეთა გამოკითხვა ტექნიკის მაღაზიების ქსელებზე ჩაატარა, რომლითაც გამოვლინდა საქართველოში მოქმედი ტექნიკის მაღაზიების საუკეთესო ათეული და საბოლოოდ, შედგა TOP 10. კვლევას გაზეთმა ერთ თვეზე მეტი დრო მოანდომა. „მეტრონომის“ მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებმა ერთი თვის  განმავლობაში პირდაპირი გამოკითხვის წესით 1 000-ზე მეტი მომხმარებელი გამოკითხეს თბილისსა და მის შემოგარენში. ისინი პასუხობდნენ კითხვაზე: „ტექნიკის რომელ მაღაზიას ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?“ პარალელურად, ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვა, რომელშიც რამდენიმე მსხვილმა ორგანიზაციამაც მიიღო მონაწილეობა.

ამის გარდა, „მეტრონომის“ საიტზე ჩატარდა ონლაინ კვლევა. გამოკითხვაში, სადაც იმავე შინაარსის კითხვა იყო დასმული, 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

ყოველი გამოკითხული მოქალაქე სპეციალურ ანკეტაში ნიშნავდა ტექნიკის მაღაზიას, რომელიც მისთვის მისაღები იყო სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით:

საბოლოოდ, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ორგანიზაციები. შედგა TOP 10 (იხილეთ ცხრილი).

ტექნიკის რომელ მაღაზიას ანიჭებთ უპირატესობას?

TECHNO BOOM (14%, 14,518 ხმა)

ELIT ELECTRONICS (13%, 13,789 ხმა)

ALTA OKAY (13%, 13,693 ხმა)

ARAY TOMORROW (13%, 13,593 ხმა)

BEKO (13%, 13,503 ხმა)

METROMART (9%, 8,999 ხმა)

SMILEY (8%, 7,974 ხმა)

VESTEL (5%, 5,651 ხმა)

MEGATECHNICA (5%, 4,805 ხმა)

MEGAMALL (4%, 4,256 ხმა)

არცერთი (2%, 1,987 ხმა)

პროექტის ფარგლებში, „მეტრონომის“ მიერ TOP 10-ში მონაწილე ტექნიკის მაღაზიებს, რომლებმაც ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღეს, „მეტრონომის“ სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა. ამასთან, სერთიფიკატები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ კომპანიებს. ესენია:

ნომინაცია – საუკეთესო ლოკაცია – ALTA OKAY

ნომინაცია – საუკეთესო ფასები – BEKO

ნომინაცია – პროდუქციის საუკეთესო ხარისხი – TECHNO BOOM

ნომინაცია – საუკეთესო მომსახურება – TECHNO BOOM

ნომინაცია – საუკეთესო პარკინგი – ELIT ELECTRONICS

ნომინაცია – განვადების საუკეთესო პირობები – ELIT ELECTRONICS

რაც ყველაზე მთავარია, „მეტრონომს“ აქვს “ფეისბუქის” სპეციალური, მილიონი წევრისგან შემდგარი ჯგუფი, სადაც თვეების განმავლობაში მოხდება კვლევითა და მისი შედეგებით ფართო აუდიტორიის ინფორმირება, რაც არის გარანტია, რომ TOP 10-ში შემავალი ტექნიკის მაღაზიები და ზოგადად, ღონისძიების ქრონოლოგიის შესახებ ინფორმაცია მილიონ მოქალაქემდე მივა.

მოკლე ინფორმაცია კვლევის შედეგად გამოვლენილი 10 საუკეთესო ტექნიკის მაღაზიის შესახებ:

1 – TECHNO BOOM – კომპანია Techno Boom 2010 წლის 3 მარტს დაარსდა.

„ტექნო ბუმის“ სახეს და იმიჯს, ამ სფეროში 14-წლიანი გამოცდილების მქონე „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი დამფუძნებლები და თანამშრომლები წარმოადგენენ.

კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებაა ტელევიზორების, აუდიო და ვიდეო ტექნიკის, საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების საბითუმო და საცალო ვაჭრობა.

2010 წლის 20 მაისს გაიხსნა ორი მაღაზია თბილისსა და ბათუმში.

დღესდღეობით, კომპანია „ტექნო ბუმი  საქართველოს“ მასშტაბით 15 მაღაზიით არის წარმოდგენილი. კომპანია „ტექნობუმის“ კონცეფციას და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს: ყველაზე დაბალი ფასის გარანტია.

საქართველოში ყველაზე დაბალი საცალო და საბითუმო ფასები, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების დისტრიბუცია, პროდუქციის და ბრენდების ყველაზე დიდი არჩევანი, ასევე   მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან.

2 – ELIT ELECTRONICS – “ელიტ ელექტრონიქსი” საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 1996 წლიდან ფუნქციონირებს. დაარსების დღიდან მისი მისიაა ღირსეული წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. “ელიტ ელექტრონიქსი” გამოირჩევა საუკეთესო მომსახურებითა და ტექნიკის ფართო ასორტიმენტით.​

კომპანიის ძირითადი ღირებულებებია: მუდმივი სწრაფვა განვითარებისა და წარმატებისკენ.

მუდმივი ზრუნვა მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებისათვის.

“ელიტ ელექტრონიქსი” 1996 წლის 16 მაისს ბათუმში დაარსდა. თავდაპირველად მისი შემადგენლობა სამი ადამიანით შემოიფარგლებოდა, დღეს კი კომპანიაში 460 თანამშრომელია დასაქმებული.  “ელიტ ელექტრონიქსის” პირველი მაღაზია თბილისში 1998 წელს აღმაშენებლის გამზირზე გაიხსნა, ამავე წლიდან „ელიტ ელექტრონიქსი” გახდა BOSCH & SIEMENS-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

1999 წელს გაიხსნა სს „ელიტ ელექტრონიქსის” ფილიალი ქუთაისში.

აღსანიშნავია, რომ დღეს ქსელში 50-ზე მეტი დასახელების მსოფლიოში წამყვანი ბრენდის 1000-ზე მეტი სხვადასხვა სახის ტექნიკა გვაქვს წარმოდგენილი, თუმცა არსებული რიცხვი ყოველ წელს იზრდება ტექნიკის ბაზარზე წარმოდგენილი თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნის შესაბამისად.

“ელიტ ელექტრონიქსი” დღეს საქართველოს ბაზარზე ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. კომპანია როგორც გაყიდვების, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნების მიხედვით უპირობო ლიდერია და ყველაფერს აკეთებს, რომ გაამართლოს ლიდერის პოზიცია.​

3 – ALTA OKAY – დაარსდა  1997 წლის 20 თებერვალს. კომპანიის მიზანია მომხმარებლებს ინოვაციური და ხარისხიანი “საინფორმაციო ტექნოლოგიები” შესთავაზოს. ასევე,   საყოფაცხოვრებო ტექნიკა საუკეთესო მომსახურებასთან და კონკურენტულ ფასთან ერთად.

4 – ARAY TOMORROW – საერთაშორისო კომპანია “ARAY Tomorrow” საქართველოში 2006 წელს შემოვიდა და დღემდე წარმატებით განახორციელებს საქმიანობას.

დღეს, გარდა საქართველოსა “ARAY Tomorrow” წარმოდგენილია გაერთიანებულ ემირატებსა და სომხეთში. მხოლოდ საქართველოში, სადაც კომპანია უკვე 5 წელია არსებობს წარმოდგენილია 8 მაღაზია, რომლელთაგან 5 თბილისშია, 1 ბათუმში და 2 ქუთაისში. საქართველოში წარმოდგენილი სავაჭრო ქსელი სპეციალიზირდება ევროპული, აზიური და ამერიკული ბრენდების იმპორტითა და რეალიზაციით.

აგრეთვე “ARAY Tomorrow” არის LG ELECTRONIC-ის ოფიციალური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი საქართველოში. გარდა ამისა კომპანიის პირდაპირი ბიზნეს პარტნიორები არიან მსოფლიოში ცნობილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლები.

5 – BEKO –1997 წლის სექტემბერში, საქართველოს ბაზარზე ერთი მაღაზიით შემოსული ბრენდი, დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით 61 მაღაზიას აერთიანებს. კომპანია „ბეკო” გამოირჩევა: მომსახურების მაღალი დონით, ინოვაციური ტექნიკით, პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, კადრების პროფესიონალიზმითა და სტრატეგიით თქვენი ყოველდღიურობის ოფიციალური პარტნიორი!

6 – METROMART – უცხოური ინვესტიციით შექმნილი კომპანია, რომელიც 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში და მომხმარებელს შესთავაზა ტექნიკის პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში. მეტრომარტის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. „მეტრომარტის“ ქსელმა მოახერხა ბაზარზე შემოსვლის ხანმოკლე პერიოდში მოწინავე, სანდო კომპანიის სახელის დამკვიდრება. აქ მომხმარებელს ხვდება ერთ დიდ სივრცეში გაშლილი მრავალფეროვანი პროდუქცია, კონკურენტული ფასები, კომპეტენტური კონსულტანტები და მომსახურების მაღალი ხარისხი.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

7 – SMILEY –კომპანია „სმაილი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 14 მაღაზიას აერთიანებს.
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, მსოფლიო ბრენდების ფართო არჩევანი, ტექნიკის მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი და მკვეთრად განსაზღვრული სტრატეგია – წარმატებისკენ!

8 – VESTEL – კომპანიამ  საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება 1983 წელს დაიწყო და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს წარმოების ინოვაციურობისა და სრულყოფის მიზნით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნებზე მორგებული ტექნიკის წარმოებას. გაზრდილი მუშაობის ეფექტურობა უზრუნველყოფს წარმოების შემცირებულ ხარჯებსა და ტექნიკის ხელმისაწვდომ ფასს. ვესტელის საწარმოები 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე არის გადაჭიმული, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 14 000 ადამიანს აღემატება, წლიურმა წარმოებამ კი 35 მილიონ ერთეულს გადააჭარბა. წარმოებული ტექნიკის ექსპორტი მსოფლიოს 140 ქვეყანაში ხორციელდება. შპს “მატექს ჯორჯია” ვესტელის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

9 – MEGATECHNICA – მაღაზიათა ქსელი 22 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე. კომპანიის პირველი მაღაზია 1996 წელს გაიხსნა თბილისში. მას შემდეგ ორგანიზაცია სტაბილურად ვითარდებოდა, იზრდებოდა და დღესდღეობით  150-მდე თანამშრომელს ასაქმებს.

„მეგატექნიკის“ ქსელი 21 მაღაზიას მოიცავს. ძირითადი ფილიალები და ფრანჩაიზები  წარმოდგენილია საქართველოს 12  ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, გორი, გურჯაანი, ახალციხე, წნორი, ხაშური, ბორჯომი.

„მეგატექნიკა“ ასევე ფლობს ყველაზე დიდ სადილერო ქსელს ქვეყნის მასშტაბით, 100-მდე პარტნიორი მაღაზიით 40-მდე ქალაქსა და დაბაში.

10 – MEGAMALL – კომპანია megamall.ge მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის, ავეჯისა და აქსესუარების პირველი ინტერნეტ მაღაზიაა.  შესაძლებელია ვებგვერდზე განთავსებული თითქმის ყველა პროდუქტის მაღაზიაში გაცნობა და შეძენა.

megamall.ge ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიამ მოკლე დროში მოახერხა მომხმარებლის ნდობის მოპოვება და ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი კომპანია ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

კომპანიის წარმატებას განაპირობებს აღნიშნულ სფეროში დამფუძნებელებისა და თანამშრომლების მრავალწლიანი გამოცდილება და მათი მუდმივი ზრუნვა მომხმარებელზე.

იტვირთბა....