ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ უკრაინისთვის Javelin-ის გადაცემაზე მუშაობს

უკრაინა და აშშ კიევისთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის გადაცემის საკითხზე მუშაობენ. როგორც უკრაინის საკითხებში აშშ-ს სპეციალურმა წარმოამდგენელმა კურტ ვოლკერმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, Javelin-ი თავდაცვითი საშუალებაა და ის თავდასხმისთვის არ გამოიყენება.

“მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ თავდაცვითი ტექნიკა და ის სასარგებლოა მაშინ, როდესაც ტანკები გიტევენ. ასეთ შემთხვევაში ტანკების ნეიტრალიზება შეიძლება. ამიტომ ეს ყველაზე თავდაცვითი შეიარაღებაა, ის არ გამოიყენება თავდასხმისთვის. ვფიქრობ, უკრაინა ეთანხმება ამ პოზიციას“, – განაცხადა აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა.

23 დეკემბერს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების გეგმას, რომელშიც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები Javelin-ი შედის.

აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის 350 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.

 

იტვირთბა....