ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ რუხში, მშენებარე საავადმყოფოში, მუშა გარდაიცვალა

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, მშენებარე საავადმყოფოში ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მამაკაციზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯერ უცნობია, რა გახდა შუახნის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ის საავადმყოფოს მშენებლობის შიდა სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

იტვირთბა....