ნიუ იორკში გრემის დაჯილდოვება გაიმართა, რომლის ტრიუმფატორი ბრუნო მარსი გახდა. მომღერალმა 6 გრემი აიღო, მათ შორის წლის სიმღერის ნომინაციის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.
საუკეთესო რეპ შესრულებისთვის “გრემი” კენდრიკ ლამარს გადაეცა, საუკეთესო პოპ სოლო შესრულებად ედ შირანის ჰიტი აღიარეს, მასვე გადაეცა “გრემი” საუკეთესო პოპ ალბომისთვის. წლის აღმოჩენა, “გრემიზე” ალისია კარა გახდა.