ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გლდანის მაცხოვრებლები ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობას აპროტესტებენ

გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩის დასაწყისში არსებულ სკვერში, ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივებს მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს.

პრობლემის შესახებ ინფორმირებულია დედაქალაქის მერია და საბოლოო გადაწყვეტილება სკვერში მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით, ხვალ გახდება ცნობილი.

„სკვერში რომ არ უნდა აშენდეს, ამაზე შეთანხმებულია დედაქალაქის მთავრობაც, გამგებელიც, კალაძეც დაპირებულია და იმედი მაქვს, რომ ამ შემორაგულს, რომელიც არის სკვერში ხვალიდან უკვე დაიწყებენ დემონტაჟს და აქ მშენებლობა არ იქნება. წარმოუდგენელია ნარმანიას პრაქტიკის გაგრძელება, სკვერებში მაღალ სართულიანი კორპუსების მშენებლობა, ხეების გაჩეხვა და ა.შ.“ – აღნიშნა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....