ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანიაში 20 000-მდე ქურთმა თურქეთის წინააღმდეგ აქცია გამართეს

გერმანიაში 20 000-მდე ქურთი გამოვიდა და სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების წინააღმდეგ აქცია გამართა.

დემონსტრანტებმა თურქეთისთვის გერმანული ტანკების მიწოდება გააპროტესტეს. აქციის უსაფრთხოებას 2000-მდე სამართალდამცველი იცავდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიაში ტანკები 21 იანვარს შეიყვანა. კერძოდ კი აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია. მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში დაასრულებენ.

იტვირთბა....