აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მეთაურის პისტოლეტიდან მოკლული ბექა რუსიას მობილურ ტელეფონში აღმოჩენილ ვიდეო მასალაში ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ერთ-ერთ წვევამდელს და შემდეგ ხევში აგდებს.
გარდა ამისა, ტელეფონში ინახება ფოტოებიც, სადაც ჯარისკაცები მეთაურის ტაბელური იარაღით პოზირებენ.
თუმცა, მუჟავას საგუშაგოზე მომსახურე წვევამდელების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტთან და მეთაურების დაუდევრობასთან დაკავშირებით ბექა რუსიას ოჯახის წევრებს საგამოძიებო უწყებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა მობილურში ნაპოვნი სკანდალური კადრები ახალი გამოძიების მიზეზი.