მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის ბიურო ინფორმაციას ავრცელებს.
ბიუროს თქმით, 23 თებერვალს, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით და ქალაქ თბილისის მერიის თანადგომით, საქართველოს პარლამენტის ფასადზე (ჩიტაძის ქუჩის მხრიდან), თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალური დაფა გაიხსნება
ბიურო პარლამენტის შენობის ადგილას მდგარ სამხედრო ტაძრის გალავანში დაკრძალულ საბჭოთა რუსეთთან ომში დაღუპული გმირების სახელებსა და გვარებს ავრცელებს:
ალექსანდრე ახვლედიანი (იუნკერი), მიხეილ ლოლუა (იუნკერი), არჯევან ანანიაშვილი (მაიორი), ირაკლი თოიძე (კაპიტანი), პლატონ დოლიძე (იუნკერი), ოთარ ლორთქიფანიძე (იუნკერი), ნიკოლოზ ზანდუკელი (კაპიტანი), გენო ქარუმიძე (ლეიტენანტი), მიხეილ თუმანიშვილი (კაპიტანი), იოსებ ჯანდიერი (იუნკერი), პავლე იაკობაშვილი (იუნკერი), ივანე იოსავა, ნიკოლოზ კალანდარიშვილი(მოხალისე), ლევან კანდელაკი (იუნკერი), მარო მაყაშვილი (მოწყალების და) აგრეთვე ოფიცრები, ჯარისკაცები, გვარდიელები და მოხალისეები.
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო დაღუპული გმირების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმართავს თხოვნით, დაუკავშირდნენ შემდეგ ტელეფონებზე: 577 72 79 72; 591 40 57 33; 2 14 02 65.