საუდის არაბეთში მილიარდერი პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალი ციხიდან გაათავისუფლეს. როგორც პრინცმა განაცხადა, მან საპატიმრო საპროცესო გარიგების საფუძველზე დატოვა.
პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალი ნოემბერში, ანტიკორუფციული უწყების განკარგულებით დააპატიმრეს, რომლის ხელმძღვანელიც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეა.
მასთან ერთად დააკავეს 200 პრინცი, პოლიტიკოსი და მდიდარი ადამიანი, რომელთაც სახელმწიფოსთვის მილიარდობით დოლარის ზარალის მიყენებაში დასდეს ბრალი. ისინი ფეშენებელურ სასტუმრო “Ritz Carlton”-ში მოწყობილ ციხეში იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ ალ ვალიდ ბინ ტალალი საქართველოს საპატიო მოქალაქეა. მან მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, თბილისს 13 ივნისის სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე სტუმრობდა, შემდეგ კი საქართველოს 300 000 დოლარი გამოუყო.