ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერმინისტრი ეწვევა

29-30 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 29 იანვარს ლიტველ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. პრემიერმინისტრები პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

ლიტვის პრემიერი შეხვდება ასევე საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

30 იანვარს საულიუს სკვერნელისი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე – ეწვევა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში.

ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

იტვირთბა....