ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურჯაანის აგრარულ ბაზარში საწარმოო პროცესი ანტისანიტარიის გამო შეჩერდა

გურჯაანის აგრარულ ბაზარში საწარმოო პროცესი ანტისანიტარიის გამო შეჩერებულია. გადაწყვეტილება  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაგეგმიური შემოწმების დროს მიიღო.

ობიექტზე ყველის, თევზის და სხვა პავილიონების შემოწმების შედეგად, მთელი რიგი დარღვევები დაფიქსირდა და კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, რის გამოც ბაზრის ადმინისტრაცია 1000 ლარით დაჯარიმდა. ინდმეწარმეებს კი პრობლემების გამოსწორება დაევალათ.

ანტისანიტარიის აღმოჩენა გახდა მიზეზი, რის გამოც ცოტა ხნის წინ 400 ლარით დაჯარიმდა თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაც.

იტვირთბა....