ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სავაჭრო ობიექტების ნაწილში თამბაქოს ფასმა მოიმატა

თბილისში, სავაჭრო ობიექტების ნაწილში თამბაქოს ფასმა 10 თეთრით მოიმატა. ფასის მატება, თითქმის ყველა სახის სიგარეტს შეეხო. სავაჭრო ობიექტების ნაწილში აცხადებენ, რომ მათ ფასების მომატების შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

რაც შეეხება მსხვილ სავაჭრო ობიექტებს, სიგარეტის შეძენა აქ კვლავ ძველი ფასით არის შესაძლებელი, თუმცა როგორც ამ ობიექტებში აცხადებენ, შესაძლოა მომავალი კვირიდან თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდოს.

იტვირთბა....