შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცის მიხედვით, რიკოთზე ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც თავისუფლების აღკვეთის ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
ცნობისთვის, დღეს რიკოთის გვირაბთან ავარიას ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა.