ახალი ამბები მთავარი სამართალი

ასპინძაში ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა

ასპინძაში, სოფელ ნიჯგორთან “სუბარუს” და “ჟიგულის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 20 წლის მამაკაცი დაშავდა, ავოტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. დაშავებული, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულ ახალგაზრდას ბარძაყის და წვივის ძვლები აქვს მოტეხილი. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტს ოპერაციისთვის ამზადებენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....