ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ასევე მედიის ცნობით, ჯ. ხ. სტამბოლში, სისლის რაიონში ცხოვრობდა.
გამოძიების ინფორმაციით, მან დაურეგისტრირებელი იარაღიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე ო. ა. და შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა წყვილს შორის კამათი, რომლის მიზეზის დადგენს ვერ მოხერხდა.

როგორც ცნობილია მომხდარის დროს სახლში ქალის ქალიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც გასროლის ხმაზე დედის ოთახში შევიდა.
ადგილზე მისულ პოლიციას ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ქალიშვილი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....