ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სიონის ტაძარში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.

წირვას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი და წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი აღავლენენ.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.

იტვირთბა....