ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

ვლაბარში  პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპარტაკის შესახვევში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი მამუკა ყირიმელი ავრცელებს.

ცეცხლი დაახლოებით დილის 05:00 საათზე ბარაკული ტიპის დასახლებას გაუჩნდა და 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო ბრიგადა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი.

იტვირთბა....