“ჩვენ მემბიჯსაც გავათავისუფლებთ ტერორისტებისგან, როგორც ვიყავით დაპირებული. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ყველა ტერორისტს არ გავანადგურებთ ერაყთან ჩვენს საზღვრებამდე“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანმა ანკარაში „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ წევრებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოპერაცია “ზეთისხილის რტო“ იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს.
ცნობისთვის, თურქეთმა სირიაში ტანკები 21 იანვარს შეიყვანა.