პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბაჩო ახალაიას შეწყალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ახალაიას შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერალმა გოგი თათუხაშვილმა 25 დეკემბერს მიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომატურად მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 17 ადამიანის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია გამოითხოვა.
განცხადებას გოგი თათუხაშვილის გარდა ხელს აწერდნენ სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარე შმაგი ჩოხელი, ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის -მანანა ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორი“-თავმჯდომარე ბესიკ შენგელია, აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა-თავმჯდომარე თენგიზ სანაია, დედები შვილების დასაცავად – თავმჯდომარე მეგი გოცირიძე, სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრი – თავმჯდომარე ზვიად კუპრავა, საქართველოს ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ერთიანი საქართველო“ – თავმჯდომარე ვაჟა ცეცაძე, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება-თავმჯდომარე მანანა ჯებაშვილი, ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა-თავმჯდომარე ირაკლი კიკიანი, საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტთა გაერთიანება „ლაზარე“-თავმჯდომარე ჯონი კვარაცხელია, ახალი ხედვა საქართველო-თავმჯდომარე გიგა ნასარიძე, სამართალდამცავთა დაცვის ლიგა – თავმჯდომარე ლევან გვაზავა, მოძრაობა „დაბრუნება“ – თავმჯდომარე მალხაზ პატარაია. პოლიტიკური პარტია „ვეტერანები და პატრიოტები საქართველოსთვის“ , დამოუკიდებელ ჟურნალისტთა საზოგადოება „თავისუფალი სიტყვა“, საქართველოს შსს და ომის ვეტერანთა კავშირი „ფარ ხმალი“, თავისუფალი ზონა, „ვეტერანები საზღვრებს გარეშე“ საერთაშორისო ორგანიზაცია – “კავშირი“.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ბაჩო ახალაიას განცხადება, სადაც იგი კომისიას მოუწოდებს არ განიხილოს მისი შეწყალების საკითხი.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა ორ სხვადასხვა საქმეზე, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში მისი ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება.