ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კუჭავა: როდესაც არგუმენტაციების ნაწილში უჭირთ, უზრდელობაზე გადადიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„როდესაც ხვდებიან, რომ არგუმენტაციების ნაწილში ძალიან უჭირთ და ვერ ასაბუთებენ, მაგრამ ამავე დროს თვითმიზანი აქვთ, რომ ვეტო დაადონ, სხვა გზა აღარ რჩებათ და უზრდელობაზე გადადიან. სამწუხაროა, რომ ამას პრეზიდენტის მრჩევლის მხრიდან ვისმენთ და ამას ემსახურება მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუტი. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე პირადად შეხვდა მედიის წარმომადგენლებს, პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო ყველასათვის. ორივე მხარემ დააფიქსირა პოზიციები და გაცვალეს არგუმენტები. ამის შემდეგ კი გამოდის პრეზიდენტის მრჩეველი და შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ მთლიანად პარლამენტს და ამ პროცესს“, – აცხადებს კუჭავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა  და  თავმჯდომარის მოსაზრებებს ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა უწოდა.

იტვირთბა....