ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა შესაძლოა ალდამოვის დაკითხვა მოითხოვოს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა შესაძლოა რუსლან ალდამოვის დაკითხვა მოითხოვოს.

„ეს იყო რუსლანის ეჭვი, რის საფუძველზეც საჯაროდ გავაკეთე განცხადება. ამას მტკიცებულებებით გამყარება სჭირდება. ჩამოვყალიბდებით ამ ვერსიის თაობაზე და შევიტანთ განცხადებას პროკურატურაში, თუ გავამყარე ის მტკიცებულებებით. იმდენად უცნაურად უყურებდნენ, აკვირდებოდნენ სახეზე და გზაში იმდენჯერ ჰკითხეს სახელი, აქედან გამომდინარე გაუჩნდა ეჭვი, რომ თემირლანის ნაცვლად მისთვის უნდა ესროლათ. ასევე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ თემირლანი და რუსლანი გვერდიგვერდ სახლებში ცხოვრობდნენ, რაც ეჭვს ამყარებს“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ალდამოვი სუს-მა პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. გამოძიება ალდამოვს ტერორიზმის მხარდაჭერას ედავება.

იტვირთბა....