ახალი ამბები ვიდეო პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე მას სახლიდან გამოსვლა ეკრძალება. მოსამართლის გადაწყვეტილებას, საქართველოს  მესამე პრეზიდენტის და ყოფილი გუბერნატორის პროტესტი მოჰყვა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება და მასობრივი აქციებით დაიმუქრა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლოს კვლავ სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების მისჯის მოთხოვნით მიმართა.

იტვირთბა....