ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: „არანაირი არგუმენტები ვეტოს ტექსტში წარმოდგენილი არ არის“

მარკერით დავიწყე ვეტოს კითხვა, თუმცა მოსანიშნიც არაფერი იყო, იმდენად მშრალად არის წარმოდგენილი პრეზიდენტის შენიშვნები, – ამის შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს განიხილავენ.

”თვითმიზანი არ არის ვეტოს გადალახვა. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა პლუსებს და მინუსებს ვხედავთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შევძლოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მე როგორც ვიცი, ვეტოს ტექსტი შემუშავებული იქნა მათ შორის თქვენთან კონსულტაციების შედეგად. ვეტოსთან დაკავშირებით ველოდებით არგუმენტებს, რომლებიც დაასაბუთებდა კანონპროექტის მიზანშეუწონლობას, თუმცა არანაირი არგუმენტები ვეტოს ტექსტში წარმოდგენილი არ არის. მარკერით დავიწყე ვეტოს კითხვა, თუმცა მოსანიშნიც არაფერი იყო, იმდენად მშრალად არის წარმოდგენილი პრეზიდენტის შენიშვნები. ვეტოში საუბარია იმაზე, რომ არ მოსწონთ, თუმცა რა არ მოსწონთ ან რატომ არ მოსწონთ, არ არის გაშლილი. თუ ამაზე მეტ არგუმენტებს დღეს ვერ მოვისმენთ, მაშინ ბუნებრივია, პოზიცია დარჩება უცვლელი”, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....