ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველი თებერვლიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურება იზრდება

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების შრომის ანაზღაურება იზრდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, მენტორი კი 1000 ლარს მიიღებს.

აღნიშნული ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში შევიდა.

ამ დრომდე დანამატის ოდენობა წამყვანი მასწავლებლისთვის 250 ლარით განისაზღვრებოდა, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის კი 300 ლარით. ცვლილებების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

წ​ამყვანი და მენტორი მასწავლებლები გაზრდილ ანაზღაურებას 1-ლი თებერვლიდან მიიღებენ.

იტვირთბა....