სასამართლო ხორავას ქუჩქაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვას განაგრძობს. ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაადგენდა, რამდენი დანით აქვთ მიყენებული ჭრილობები გარდაცვლილ მოსწვალეებს.
ხმაურიანი საქმის განხილვა პირველ თებერვალს უკვე მოწმეთა დაკითხვით უნდა განახლდეს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.