გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გერმანიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბოხუმში 500-კილოგრამიანი ბომბის აღმოჩენის გამო 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ევაკუაციის შემდეგ საკონტროლო აფეთქება მოხდა.
ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბომბებს გერმანიის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხშირად პოულობენ. გასული წლის სექტემბერში ფრანკფურტში 1,8 ტონა ბომბის აღმოჩენის გამო 60 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.