ახალი ამბები მთავარი სამართალი

”ბახალას” მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს

“მეტრონომი” აქციიდან:

პარლამენტთან ”ბახალას” მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვით ალყა შემოარტყეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, ეს არის სიმბოლო, რათა მოქმედ სისტემას ანახონ, რომ მათ შეუძლიათ თავად სისტემა ჩასვან ციხეში. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი სხვადასხვა სახელმწიფო შენობების პიკეტირებას სისტემატურად მოახდენენ. აქცია პარლამენტის წინ უკვე დასრულებულია.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით პატიმრობა შეუფარდეს.

 

 

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....