„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყოველწლიურად საქართველოში არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის გამო რამდენიმე ასეული ადამიანი იღუპება.
დიღმელაშვილი ასევე გიორგი გიორგანაშვილის საქმესაც შეეხო და განაცხადა, რომ იგი სამართალდამცველებმა ციხეში იმის გამო ჩასვეს, რომ მისგან უნდოდათ საზოგადოების დაცვა, თუმცა, საზოგადოებას დაცვა არა გიორგანაშვილისგან, არამედ იმ სახელმწიფოსგან უნდა, რომელიც ნაცვლად კრიმინალებისა, უდანაშაულო ხალხს იჭერს.
“თეთრი ხმაურის” მოძრაობის წარმომადგენელმა აქციაზე შეკრებილ ხალხს მოუწოდა, თავი შეიკაონ პროვოკაციებზე წამოგებისგან და აქციამ მშვიდობიან რეჟიმში ჩაიაროს.