“მეტრონომი” აქციიდან
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ტატო გეთიას განცხადებით, სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული კანონპროექტი და შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ბრალი მოეხსნას ბახალას, დაისაჯოს ის პოლიციელები, ვისზეც საქმეა აღძრული და დაუყოვნებლივ იქნეს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი. ეს ერთ ადამიანზე ორიენტირებული აქცია არ არის. „ბახალა“ უბრალოდ, დღევანდელი დღის სიმბოლოა. დღეს ათასობით ასეთი ადამიანია ფაშისტური სისტემისგან დაჩაგრული. წინა ორ წელიწადსაც რომ გადახედოთ, სამწუხაროდ, სტაბილურად გვიწევს აქციების გაკეთება. იმედია, ნაკლები აქციის გაკეთება მოგვიწევს. მოლოდინები გვაქვს, რომ ცვლილებები განხორციელდება, მაგრამ „ბახალას“ საქმე კონტექსტიდანაა ამოვარდნილი“, – განაცხადა გეთიამ.
ავტორი: ნინი ცხადაია