ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაია გოიკოვიჩი: „სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“

სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა თბილისში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადების დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

“სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ქვეყანა, რომელიც ერთგულია საერთაშორისო სამართლის და იმ პრინციპის, რომელსაც ჰქვია საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყნების სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

სერბეთის რესპუბლიკის ინტერესებშია და ამისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს, რომ მას არ უღიარებია კოსოვო და არ უჭერს ასევე მხარს კოსოვოს გაწევრიანებას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორიც არის მაგალითად იუნესკო”, – განაცხადა მაია გოიკოვიჩმა.

სერბეთისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადებების დროს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობებზე ისაუბრეს.

 

იტვირთბა....