ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლეიბორისტული პარტია” საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

„ლეიბორისტული პარტია“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა და მომავალ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

დღეს მან საარჩევნო შტაბი წარადგინა, რომელსაც გიორგი გუგავა უხელმძღვანელებს, ხოლო საპრეზიდენტო სპიკერი მიშა ქუმსიშვილი იქნება.

„თუ მთელი ქვეყანა არ გადაიქცა ბრძოლის შტაბად ოლიგარქიულ რეჟიმთან, თითოეული მოქალაქე, თითოეული ოჯახი, არ იქცა აუღებელ ციხესიმაგრედ, რომელსაც ვერ დააშინებენ, ვერ მოისყიდიან, ვერ გადაიბირებენ, ვერ დაატერორებენ, ვერ გააჩერებენ, ვერანაირი შტაბები ვერ გვიშველის,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....