რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი „კომერსანტთან“ ინტერვიუს დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი პარტნიორები თავიდანვე გააფრთხილეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით, რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფოებრივ ურთიერთობას არ შეასუსტებს.
„თბილისში უყვართ საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით პირველ რიგში იმედოვნებდნენენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების მიღწევას და რომ აი, ახლა მოტყუებულნი არიან თავიანთ მოლოდინში. ჩვენ თავიდანვე გავაფრთხილეთ ჩვენი ქართველი პარტნიორები, რომ მათთან ურთიერთობების ნორმალიზება არ შეასუსტებს ჩვენს სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.
რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავა, რამდენადაც თბილისი იქნება ამისთვის მზად. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით, მაგრამ გავიმეორებ, რომ ეს არ მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე საბედისწერო გადაწყვეტილებებზე უარის თქმის ხარჯზე“, – განაცხადა კარასინმა.