საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენად თბილისის ყოფილი ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე დანიშნა. ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ბიზნესომბუდსმენი – ირაკლი ლექვინაძე. მას საზოგადოება უკვე იცნობს. იყო მერის მაოდგილე, პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი. ირაკლის ბიზნესსაზოგადოება კარგად იცნობს. ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი გააგრძელებს იმ ძალიან კარგ ტრადიციას, რომელიც ამ ინსტიტუტში შეიქმნა. მართლაც, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ეს ინსტიტუტი ეფექტური. ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.