ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საავტომობილო გზაზე 300 მკვდარი ზვიგენი იპოვეს

300 მკვდარი ზვიგენი იპოვეს მექსიკის მიჩოაკანის შტატში საავტომობილო გზაზე. ამის შესახებ  ადგილობრივი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

წინასწარი მონაცემების თანახმად, ზვიგენები უკანონო გზით მოიპოვეს. სატვირთო ავტომობილს, რომელსაც ტვირთი მეხიკოდან გადაჰქონდა, თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სატვირთო მანქანის კარი გაიღო და ზვიგენები საავტომობილო გზაზე გადმოცვივდნენ.

ნაპოვნი ზვიგენები არ  მიეკუთვნებიან მექსიკაში განსაკუთრებით  დაცულ  არცერთ სახეობას. ამიტომ პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა დაკავდეს.

primenewsgeorgia.ge

იტვირთბა....