ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო სერბეთის საპატრიარქოში გაგზავნილ წერილზე პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია

საქართველოს საპატრიარქო, სერბეთის საპატრიარქოში გაგზავნილ წერილზე პასუხის  ამ დრომდე ელოდება და სერბეთის პატრიარქისა და ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ლიდერს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განმარტებებს ითხოვენ.

საქართველოს დღეს სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავჯდომარე, მაია გოიკოვიჩი ეწვევა. გოიკოვიჩი  ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პატრიარქსაც შეხვდება. საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა სწორედ ბიბილოვის ვიზიტი იქნება.

„საქართველოს ეკლესიას ოფიციალური წერილი ჯერ არ მიუღია სერბეთის ეკლესიისგან, მაგრამ მიიღო პასუხი ჩვენი ელჩის საშუალებით და ასევე ოფიციალური წერილიც მიიღო მან ამის შესახებ, რომ ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტი სერბეთის რესპუბლიკაში და სერბეთის პატრიარქს არ მიუღია ბიბილოვი ოფიციალურად. ფაქტიურად შემთხვევითი შეხვედრით, შეიძლება ასე ითქვას, შემოიფარგლა,“- განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

იტვირთბა....