პროკურორი ნანა ხუნჯუა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს ახმედ ჩატაევის საქმეზე ესაუბრა.
ხუნჯუამ აღნიშნა, რომ ანატოლი ბერძენიშვილი 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ახმეტ ჩატაევს დაეხმარა და მისი ტრანსპორტირება უზრუნველყო ქალაქ ხოფიდან
პროკურორის თქმით , ბრალდებული ახმეტ ჩატაევს პირადად შეხვდა და საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, როგორც მოწმეთა ჩვენებების, ასევე ნივთიერი მტკიცებულებების სახით.
ბრალდება ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი 22 იანვარს, თბილისში დააკავა.
სუს-ის მიერ დაკავებული ანტოლი ბერძენიშვილი ამ დრომდე დუმილს იკავებს. დაკავებულის ადვოკატის ელდარ გვალიას თქმით, ბერძენიშვილს ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია. ბრალის წარდგენა, სავარაუდოდ, დღეს მოხდება. ამის შემდეგ კი აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.
სხვა დეტალებზე ადვოკატი არ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.