Almasdarnew-ის ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო კოლონამ, სირიის საზღვარი გადალახა და ალეპოს პროვინციაში შევიდა. თურქეთის სატანკო შენაერთი ქურთების პოზიციებს ალეპოს პროვინციიდან დაბომბავს.
ქურთული სააგენტო Firat-ის ცნობით, ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა აფრინის ერთ-ერთ ოლქში თურქეთისგან მხარდაჭერილი „თავისუფალი სირიის არმიის“ შეტევა უკუაგდო, ასევე თურქეთის არმიის სამი ტანკი ააფეთქა და შეტევა გაანეიტრალა.
სირიის ჩრდილოეთში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, თურქეთმა სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო.