ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანა ნაცვლიშვილი: „გიორგანაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით იმოქმედებს“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გიორგანაშვილი შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით იმოქმედებს. თუმცა, ერთ შემთხვევაზე მიღებული გადაწყვეტილება სისტემურ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე მიღებული გადაწყვეტილება სისტემურ პრობლემას ვერ გამოასწორებს. აქ არ არის საუბარი ერთ ადამიანზე, რომელიც გახდა ამ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლი. აქ საუბარია ათობით და ასობით მოქალაქეზე. ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის ცნობილი, მაგრამ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ის მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო დღეს კი მას სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა.

ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

 

იტვირთბა....