ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 41 წლის კაცი ახმეტაში გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ალაზნის სარწყავ არხში აღმოაჩინეს.
კაცი ბოლოს, 19 იანვარს, მეზობლებმა ნახეს, შემდეგ კი ის გაუჩინარდა.
“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.