ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატალი საბანიძის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს სავიზო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის საგრძნობი ზრდის შესახებ საკითხი შვედეთმა და ისლანდიამ დააყენეს. მიუხედავად ამისა, ნატალი საბანაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საბანაძემ განუცხადა, თავად ის განხილვას არ დასწრებია, ვინაიდან ეს იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, რომელიც მესამე ქვეყნებისთვის გახსნილი არ არის.