ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ორი გარდაცვლილი მოზარდი, 18 კი დაშავებული: კენტუკის შტატში 15 წლის მოზარდმა სკოლაში ცეცხლი გახსნა

ამერიკაში, კენტუკის შტატის ქალაქ ბენტონში, 15 წლის მოზარდმა თავის სკოლაში ცეცხლი თანაკლასელებს გაუხსნა. როგორც CNN იუწყება, შედეგად ორი მოსწავლე გარდაიცვალა, ხოლო 18 კი დაშავდა.

პოლიციამ ის დანაშაულის ადგილზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ის მარტო მოქმედებდა. ამ დროისთვის სამართალდამცველები მოზარდის ვინაობასა და მოტივს არ ასაჯაროებენ, რადგან მას ბრალი ოფიციალურად წარდგენილი ჯერ არ აქვს.

პოლიციის ინფორმაციით, ერთი დაჭრილი მოზარდი სკოლაშივე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი საავადმყოფოში. მათი განცხადებით, დაშავებულების ასაკი 14-დან 18 წლამდეა, მათგან 14 მამრობითი სქესისაა, ხოლო 6 კი მდედრობითი.

იტვირთბა....