ლუისვილის პოლიციამ ქართველი ექიმის, დავით კანდელაკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. 23 წლის მამაკაცი ეჭვმიტანილია დავით კანდელაკისა და ჯოშუა რაისის მკვლელობაში.
სამართალდამცავ ორგანოში ამბობენ, რომ დაკავებულია აარონ ერნანდესი. მას ბრალად ედება მკვლელობა და ნივთიერი მტკიცებულებების ფალსიფიცირება.
ჯოშუა რაისი და დავით კანდელაკი 18 იანვარს, ლუისვილში, აბიგეილ დრაივის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოკლულები აღმოაჩინეს. დავით კანდელაკს ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა და ის პროფესიით ექიმი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.