ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს სასამართლოს კარზე აგურის სროლას ბექა წიქარიშვილს აბრალებს

“თეთრი ხმაურის” ლიდერი ბექა წიქრიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 3 მუხლით – 166-ე და 173-ე მუხლებით მინდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლების გარდა, გამოძიება კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ბექა წიქარიშვილს, რომელმაც სასამართლოს კარს აგური ესროლა და მინა ჩაიმსხვრა.

ცნობისთვის, მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს ეზოში, რაც გახდა მათი დაკავების მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას სასჯელის ზომად  თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა. ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

 

იტვირთბა....