ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გიორგანაშვილს ვპირდები, რომ მალე საპატიმროს დატოვებს”

მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრი ბექა წიქარიშვილი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილთან დაკავშირებით მოსამართლე შორენა გუნცაძის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, პროცესის მიმდინარეობისას არ იგრძნობოდა, რომ სიუტუაცია ასე განვითარდება. წიქარიშვილი ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით თავად ბრალდების მხარეც კი გაოგნებული დარჩა.

“პროცესის მიმდევრობა არ მიუთითებდა იმისკენ, რომ ეს გადაწყვეტილება დადგებოდა. მოოსამართლის გადაწყვეეტილებით ბრალდების მხარეც კი გაოგნებული დარჩა. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც პროკურატურამ პოლიციელების მიმართ გამოძიებაც კი დაიწყო.  უნდა რცხვენოდეს შორენა გუნცაძეს, სასამართლო სისტემას, ამ სახელმწიფოს, რომელიც ამ აბსურდული და სამარცხვინო კანონებით ასამართლებს ადამიანებს. ეს იქნება ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია, გიორგი გიორგანაშვილს ვპირდები, რომ ყველა დანარჩენ ადამიანთან ერთად ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა “რუსთავი 2”-თან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, 2017 წლის 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს (“ბახალას”) აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 20 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” პუნქტით მიმდინარეობდა, რაც ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, “ბახალა” პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, რის გამოც მთავარ პროკურატურაში პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია.

იტვირთბა....