ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში საპენსიო სააგენტო შეიქმნება

საქართველოში საპენსიო სააგენტო შეიქმნება. სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება და უმაღლესი მართვის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო იქნება, რომლის მიხედვითაც, სისტემის ადმინისტრირების ერთ-ერთი საშუალება შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა იქნება, რისი გამოყენებითაც საპენსიო სააგენტო მონაწილეთა საპენსიო სქემაში გაწევრიანების ტექნიკურ მხარდაჭერას მოახდენს, საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას განახორციელებს და თითოეული მონაწილისთვის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს შექმნის.

პროექტით, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნებიან – საქართველოს მთავრობის სამი წევრი და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით დანიშნავს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებაზე, ბიუჯეტის დაგეგმვასა და მესამე მხარეებთან ურთიერთობაზე, რასაც იგი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით განახორციელებს.

ცვლილებებით, საპენსიო აქტივების კეთილსაიმედო ინვესტირების მიზნით, სააგენტოში საინვესტიციო საბჭო შეიქმნება, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკას თავად განსაზღვრავს. აღნიშნული საბჭო ხუთი წევრისგან დაკომპლექტება, წევრობის კანდიდატებს კი, საქართველოს პარლამენტი აირჩევს.

იტვირთბა....