ახალი ამბები მთავარი სამართალი

მსახიობ “ბახალას” სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

“მეტრონომი”: სასამართლო

 

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი მოსამართლემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ფაქტზე დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ ამ წუთებში განაჩენი გამოიტანა და მას 8 წლით თავისულების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგანაშვილი სასამართლოს წინაშე  საბოლოო სიტყვით წარსდგა და დღევანდელ მკაცრ ნარკოპოლიტიკას შეეხო.  მსახიობმა აღნიშნა, რომ  მას არ ჩაუდენია დანაშაული, არ ჰქონია კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, ამიტომ საპროცესო შეთანხმებას არ დასთანხმდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას სასჯელის ზომად  თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ ემუქრებოდა. ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....