ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალი საბანაძის განცხადებით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ ამას ევროკომისიის ანგარიშში ამ ფაქტს განსაკუთრებული არაფერია ნათქვამი.
როგორც საბანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მნიშვნელოვანია საქართველომ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება განაგრძოს.
„თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, როგორც ჩანს, ზოგიერთ ქვეყანაში გაზრდილია – არის ასეთი ტენდენცია. თუმცა ეს არ არის ისეთი ტენდენცია, რომელმაც გამოიწვია საგანგაშო რეაქცია. კომისიას ჩვენთვის არ მოუმართავს.“, – განაცხადა საბანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გასული წლის 20 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაწესებული უვიზო მიმოსვლის შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დარჩენისა და შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლები სტაბილურად შენარჩუნებულია.